ზიმბაბვეში არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, სროლის ხმა ისმის

ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარეს ქუჩებში არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ხმა ისმის,-ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

როგორც გამოცემა The Herald წერს, არჩევნებში მმართველი პარტიის “ზიმბაბვე-პატრიოტული ფრონტის აფრიკული ეროვნული კავშირი” კანდიდატმა გაიმარჯვა, რომელმაც პარლამენტში 109 ადგილი მოიპოვა. ოპოზიციურმა პარტიამ “დემოკრატიული ცვლილების მოძრაობა” პარლამენტში 41 ადგილი მიიღო.

მას შემდეგ, რაც კენჭისყრის შედეგები ცნობილი გახდა, დედაქალაქის ქუჩებში ოპოზიციის მხარდამჭერებთან სამხედრო შეტაკებები დაიწყო. არეულობების დროს ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ასევე ცნობილია, რომ ქალაქში სამხედრო ვერტმფრენიც შენიშნეს.

 

Comments
Loading...