ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში H1N1 ვირუსით 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში H1N1 ვირუსით  დღეს დილით, 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით, კატასტროფის სამსახურმა კლინიკაში პაციენტი 10 იანვარს შემოიყვანა, მას ჰქონდა ფილტვების ორმხრივი პნევმონია. მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამჟამად გრიპის ვირუსის დიაგნოზით კლინიკაში 26 ადამიანი რჩება, მათ შორის ერთი მართვით სუნთქვაზე. ზუგდიდში “ღორის გრიპით” გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.

Comments
Loading...