ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შეუჩერდა

ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შეუჩერდა. სამთავრობო ინიციატივას სხდომაზე მხარი 12-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი საკრებულოს 3 წევრი წავიდა.

თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების საკითხის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

არსებული ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, 14 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად, გაერთიანების შედეგად, შვიდი ქალაქი იქნება.

შეგახსენებთ, რომ სამინისტროს წინადადების განხილვა პარლამეტში ივნისში დაიწყება. საბოლოო ვარიანტს კი, კენჭს საგაზაფხულო სესიის ბოლოს უყრიან.

Comments
Loading...