ზუგდიდში, სოფელ ოდიშში მიკროავტობუსი ამობრუნდა – არიან დაშავებულები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ოდიშში სამგზავრო მიკროავობუსი ამობრუნდა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები  სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიკოსების ინფორმაციით, 6 დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ერთის – მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

Comments
Loading...