“ზუგდიდში, 14 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს, დაახლოებით, 1 კვირით ადრე, უსასტიკესად მოუკლავს ძაღლი, დაუნაწევრებია”

ჟურნალისტი ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს:

“ზუგდიდში, 14 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს, დაახლოებით, 1 კვირით ადრე, უსასტიკესად მოუკლავს ძაღლი, დაუნაწევრებია.

მაგ დროს ვინც არ გამოიძახა პოლიცია და თვალი დახუჭა მკვლელობაზე, გაწირა ბიჭიც.

ვინმეს რომ ემოქმედა, როგორც პასუხისმგებლიან მოქალაქეს, რის შემდეგაც აღსრულდებოდა კანონი და პასუხისგებაში მისცემდნენ ჩადენილზე, ბიჭიც გადარჩებოდა.

ეს ძველბიჭური მენტალიტეტი როდის გადაშენდება და სახელმწიფო როდის გვეღირსება ამ დამპალი “ბაბულიკური გაგებების” გარეშე, რომელიც ასეა ფესვგამდგარი ყველგან, მათ შორის, თავად საზოგადოებაში!”.

Comments
Loading...