“ზუზუმ იცის, რომ ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა სელექცია მწვრთნელთა შტაბის პრეროგატივაა და არა რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის“

ქართველი რაგბისტის, ზურაბ ჟვანიას მეუღლის, ლილე სახელაშვილის ფეისბუქმიმართვას საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური მაკა კვარაცხელია პასუხობს.

“ @llile sakhelashvili ლილე, წავიკითხე თქვენი მიმართვა რაგბის ფედერაციის მიმართ, და არ შემიძლია პასუხი არ გაგცეთ არა როგორც რაგბის კავშირის თანამშრომელმა, არამედ როგორც ადამიანმა, რომელსაც ძალიან უყვარს რაგბი და უზომოდ დიდ პატივს სცემს ყველა მორაგბეს  ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ, სახელოვანი მორაგბის მეუღლე ასეთ სტატუსს თუ განცხადებე-მიმართვას აქვეყნებთ. მე ვიცნობ თქვენს მეუღლეს, და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იგი არა მხოლოდ ძალიან მაგარი და სახელოვანი მორაგბეა, არამედ უაღრესად ღირსეული ადამიანია. თქვენს მიერ აღწერილ ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, მე ვერასოდეს დავიჯერებ რომ ამ ფარსის მონაწილე შეიძლებ იყოს ზუზუ, ზუზუმ ყველაზე კარგად იცის ყველაფერი და ყველას დახმარების გარეშე თვითონ იტყვის სათქმელს მაშინ როდესაც ამას თავად ჩათვლის საჭიროდ  გარდა ამისა, ზუზუმ იცის, რომ, ამ ინციდენტის მონაწილე არასოდეს არ ყოფილა საქართველოს რაგბის ფედერაცია და თუნდაც ერთი მისი თანამშრომელი.

ზუზუმ იცის, რომ ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა სელექცია მწვრთნელთა შტაბის პრეროგატივაა და არა რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის  ლელე, ძალიან გთხოვთ, ბოლომდე მოიკითხეთ საკითხი, დაელაპარაკეთ თქვენს მეუღლეს და ისე გააკეთეთ ასეთი განაცხადები, რადგან თქვენ სულ ცოტა პრობლემას უქმნით მას თავისისვე მეგობრებთან, რომლებიც მასავით სახელოვანი და ღირსეული მორაგბეები არიან, რომლებიც ასევე წარმატებით თამაშობენ როგორც ქართულ ასევე უცხოურ გუნდებში (საფრანგეთი, იაპონია, ბრიტანეთი). ნუ ჩააყენებთ თქვენს მეუღლეს უხერხულ სიტუაციაში და ნუ აიძულებთ მას, რომ მოუწიოს თავის მართლება თქვენი საქციელის გამო თავის მეგობრებთან და გულშემატკივრებთან. თქვენ, როგორც რაბის ოჯახის წევრმა, ყველაზე კარგად უნდა იცოდეთ, რომ მორაგბეები ნებისმიერ პრობლემას ერთად უმკლავდებიან ყოველგვარი საჯარო გარჩევებისა და უსაფუძვლო ბრალი წაყენების გარეშე  ეს სარაგბო წრისთვის უბრალოდ მიუღებელია  Maisashvili LevanGocha SvanidzeMerab SharikadzeBeqa SaginadzeSoso MatiashviliTedo AbzhandadzeGiorgi NemsadzeGaioz MoniavaBeka Gorgadze; Gega Kekelidze

Comments
Loading...