ზურაბიშვილი: არ ვაპირებ ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა! მზად ვარ მე-2 ტურისთვის!

ამ წუთებში ამის შესახებ განცხადება საკუთარ შტაბში სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

” მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა, მხარი დამიჭირა და ხმა მომცა, ყველას, ვინც ეს ბოლო ორი თვე აქტიურად იღებდა ამ კამპანიაში მონაწილეობას და მხარს მიჭერდა.

ყველა ამ ადამიანის გამარჯვებაა, რაც მოხდა 28 ოქტობერს. შეიძლება ველოდით მეტს, მაგრამ პირველ ტურში პირველი ადგილი არის გამარჯვება, მიუხედავად იმ ტექნოლოგიებისა, რასაც ჩემ წინააღმდეგ ჰქონდა ადგილი.

“რუსთავი2″ ფიქრობს, რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა და რა? ვაშაძეს და რუსებს დავუთმობ ქვეყანას?! არა! კახელიც ვარ და მეგრელიც, უკან არ დავიხევ! მზად ვარ მეორე ტურუსთვის!”.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბერს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი და გრიგილ ვაშაძე მიიღებს.

 

Comments
Loading...