ზურაბიშვილი: “მე ვიქნები 21-ე საუკუნის ახალგაზრდების პრეზიდენტი”

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა თელავში გამართა.სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ეზოში შეკრებილ ამომრჩეველთან საუბრისას პრეზიდენტობის კანდიდატმა საკუთარი პროგრამა წარმოადგინა.

ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თელავი ევროპული, საუნივერსიტეტო ქალაქია. მისი თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში განათლების სფეროს მიმართულებით მნიშვნელოვან რეფორმებს განახორციელებს. ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთიან გამოსვლაში გეორგიევსკის ტრაქტატზეც გაამახვილა ყურადღება. ამ თემაზე საუბრისას მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გაიხსენა, სადაც სერგეი ლავროვს საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ბაზების დატოვებისკენ მოუწოდა.

“მე ვიქნები 21-ე საუკუნის ახალგაზრდების პრეზიდენტი. თელავი არის განათლებული ქალაქი, აქ არის ერთ-ერთი ძლიერი უნივერსიტეტი. განათლება არის თემა, რომელსაც არ შევეხე ჯერ არსად, იმიტომ რომ მინდოდა, თელავში მესაუბრა ამ საკითხზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა. ხშირად ლაპარაკია ეკონომიკა, ინვესტიცია, ინვესტორები, მუდმივად ამას ვატრიალებთ,მაგრამ იქ სადაც განათლება არ არის, არც საზოგადოება არ არის, არც ეკონომიკა არ არის. თუ გვინდა ჩვენი განვითარება, ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი განათლება”,– განაცხადა ზურაბიშვილმა.

Comments
Loading...