ზურაბიშვილი: პირველად პატრიარქმა მომილოცა გამარჯვება, მთხოვა, რომ მოვსულიყავი საპატრიარქოში

“პირველად ამ დილით პატრიარქმა მომილოცა გამარჯვება. მთხოვა, რომ მოვსულიყავი საპატრიარქოში, სადაც სინოდიც იყო შეკრებილი, ეს იყო ჩემთვის ნამდვილი პირველი ნიშანი, რომ გავხდი საქართველოს პრეზიდენტი”, – ამის შესახებ საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილამ ჟურნალისტებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ საბოლოო შედეგები შეაჯემუბული არ არის, თუმცა დღეს იგრძნო თავი საქართველოს პრეზიდენტად და ის დაჯამებული შედეგი 97% არ შეიცვლება.

“დღეს ვიგრძენი თავი საქართველოს პრეზიდენტად. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან. ჩვენი ხედვა ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს. ჩვენ გვჭირდება ამ ქვეყნის დამშვიდება, საზოგადოების დამშვიდება, ახალი პოლიტიკური ურთიერთობების დამყარება, რომელიც არ იქნება დაფუძნებული არცერთ გადატრიალებაზე, არცერთ მოწოდებაზე ძალადობისკენ, არამედ დამშვიდებისკენ. ეს არის ევროპული საზოგადოება, საქართველომ აირჩია ევროპა, საიდანაც მე მოვდივარ, აირჩია ევროპული მომავალი. ეს არის ჩემი მთავარი გეგმა, როგორ დავამშვიდოთ საზოგადოება და როგორ გადავიყვანოთ ახალ ყაიდაზე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

Comments
Loading...