ზურაბიშვილი “ფოტოგრაფების საქმეზე”: ამ ქვეყანას სამართლიანობის აღდგენა სჭირდება

სალომე ზურაბიშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლო ში ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დასასწრებად მოვიდა. სხდომის დაწყებამდე პრეზიდენტობის  კანდიდატმა ჟურნალისტებთან სასამართლოში მოსვლის მიზეზი განმარტა.

“პირველ რიგში, სოლიდარობა ელემენტარული ადამიანური გრძნობაა, ის აუცილებელია საზოგადოებაში, მის გარეშე ის ვერ შედგება. დღეს ამ ქვეყანას სამართლიანობის აღდგენა ყველაზე მეტად სჭირდება, იმისთვის რომ განვითარდეთ და მშვიდობა დავიბრუნოთ. დღეს სიმბოლური დღეა, რაც დღეს წყდება წარსულთან იმ ფურცლის გადაშლა და დამთავრება არის. აქ უნდა იდგეს საქართველოს ნებისმიერი მომავალი პრეზიდენტი“.

ცნობისთვის,შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2011 წლის 7 ივლისს ფოტოგრაფები დააკავა, მათ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ. დაკავებულები იყვნენ ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, ყოფილი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, „პრაიმ ტაიმის“ ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ფოტოგრაფი გია აბდალაძე. „ნაცმოძრაობის“ დროს დაწყებული ე.წ. ფოტოგრაფების საქმე პროკურატურამ 2016 წელს გახსნა. მთავარი პროკურატურის განცხადებით, ფოტოგრაფები: გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე „ჯაშუშობის“ბრალდებით დააკავეს. ფოტოგრაფებს ნაცმოძრაობის ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლას ედავებოდა.

 

Comments
Loading...