რუსეთში, თავდამსხმელმა ცეცხლი დაცვის თანამშრომლებს გაუხსნა, შემდეგ კი – სკოლის მოსწავლეებს

 

რუსეთში, ქალაქ იჟევსკის 88-ე სკოლაში სროლაა,-იუწყება  რუსული საინფორმაციო არხები.

მათივე ინფორმაციით, არიან დაჭრილები.

როგორც მედია წერს, თავდამსხმელმა ცეცხლი დაცვის თანამშრომლებს გაუხსნა, შემდეგ კი – სკოლის მოსწავლეებს. დაჭრილების რაოდენობა, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. ვრცელდება დაუზუსტებელი ცნობა 1 გარდაცვლილის შესახებ.

თავდამსხმელი შავ სამოსშია ჩაცმული. მოსწავლეები და მასწავლებლები საკლასო ოთახებში დამალვას ცდილობენ.

როგორც საინფორმაციო ტელეგრამ-არხები წერენ, სროლის ხმა ამ წუთებშიც ისმის.

Comments
Loading...