თავდასხმა ეკლესიაზე – ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა 50-მდე ადამიანი მოკლეს, გატაცებულია მღვდელი

ნიგერიის სამხრეთ-დასავლეთით, ონდოს შტატში შეიარაღებულმა პირებმა ეკლესიაში მრევლსა და სასულიერო პირებს ცეცხლი გაუხსნეს.

პრეზიდენტმა მუჰამადუ ბუჰარიმ თქვა, რომ “მხოლოდ მეგობრებს, ქვედა რეგიონიდან” შეეძლოთ, გაეკეთებინათ ეს “სამარცხვინო მოქმედება”.

შეიარაღებული პირები საკვირაო წირვის დროს ქალაქ ოვოს წმინდა ფრანცისკეს კათოლიკურ ეკლესიაში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. შემდეგ კი გაიტაცეს მღვდელი, ისევე, როგორც ეკლესიაში მისული სხვა პირები.

ეკლესიისა და საავადმყოფოს მონახულების შემდეგ, შტატის დეპუტატმა Associated Press-ს განუცხადა, რომ დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც.

“მთავარი”

Comments
Loading...