თავდაცვის მინისტრის მოადგილეობიდან ჯანდაცვის მინისტრობამდე – ტიკარაძე აზარაშვილმა ჩაანაცვლა
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბშვილმა ჯანდაცვის მინისტრად, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ აზარაშვილი დანიშნა.
სამუშაო გამოცდილება:
02/2021 – დღემდე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
03/2020 – 02/2021 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს გენერალური დირექტორი.
04/2020 – 02/2021 სს თბილავიამშენი – გენერალური დირექტორი.
08/2014 – 03/2020 სს ტერაბანკი კომერციული დირექტორი.
04/2013 – 08/2014 სს კორ სტანდარტ ბანკი ოპერაციების დირექტორი.
06/2008 – 06/2012 სს კორ სტანდარტ ბანკი საბარათე ოპერაციების განყოფილების უფროსი.
01/2005 – 06/2008 სს ქართუ ბანკი პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურების განყოფილების უფროსი.
08/2003 – 01/2005 სს ქართუ ბანკი პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურეობის უფროსი სპეციალისტი
02/2002 – 08/2003 სს ქართუ ბანკი საკორესპონდენტო ანგარიშების და დოკუმენტური ოპერაციების სპეციალისტი.
10/2000 – 11/2001 სს თიბისი ბანკის საკრედიტო მენეჯერი
06/2000 – 10/2000 სს თიბისი ბანკი ბუღალტერი.
01/2000 – 06/2000 სს თიბისი ბანკი საკრედიტო სესხების ექსპერტი.