თაკო ჩარკვიანი: კიდევ ბევრი მოუხერხებია სააკაშვილს, ერთ მხარეს ბოკერია ჰყავდა, მეორე მხარეს – ბურჯანაძე

ქართულ პოლიტიკას სისხლი უნდა გადაესხას. შეუძლებელია ამ ტიპის [ნინო ბურჯანაძე] ნათაღლითარი პოლიტიკოსები, ოკუპანტ პუტინთან შეკრული პოლიტიკოსები წარმართავდნენ ქვეყნის პოლიტიკას, – ამის შესახებ “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

თაკო ჩარკვიანი: ქართულ პოლიტიკას სისხლი უნდა გადაესხას. შეუძლებელია ამ ტიპის ნათაღლითარი პოლიტიკოსები, ოკუპანტ პუტინთან შეკრული პოლიტიკოსები წარმართავდნენ ქვეყნის პოლიტიკას. მისი პოლიტსაბჭოს მდივანი „ოცნებისგან“ იღებს ხელფასს. თუ ტყუილი ინფორმაციაა, იჩივლონ.

_ ვის გულისხმობთ?

_ გიორგი ახვლედიანს, რომელიც „რედისონის“ შეკრებების დროს ბურჯანაძესთან ერთად იყო ხოლმე და ის ფულს იღებს ივანიშვილისგან და ლაშა ნაცვლიშვილისგან. ამხელა გადაცემა იყო “ტვ პირველის” ეთერში. ხალხი მირეკავდნენ, რომ გვჯეროდა, მაგრამ ახლა შოკში ვართო.

ბურჯანაძე სააკაშვილს რომ ეუბნება, როცა ჩამოხვალ დაგიჭერო, იმ სააკაშვილის დროს 25-ჯერ გაიზარდა ბიუჯეტი. ამ გადასახედიდან სააკაშვილს რომ ვუყურებ, რომელსაც მე ვაკრიტიკებდი, მას ერთ მხარეს ბურჯანაძე ჰყავდა, მეორე მახარეს ბოკერია, ამ ფონზე მას კიდევ კარგად მოუხერხებია ის, რაც მან გააკეთა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

Comments
Loading...