თაკო ჩარკვიანი: მე პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” ხმას არ ვაძლევ!

ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“400 000 ამომრჩეველი რომ ჰყავს იმ “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელსაც მე ხმას არ ვაძლევ და მეტს გეტყვით, ამ ხელისუფლების მოყვანაში, ჩემი როგორც ერთი მოქალაქის დიდი წვლილი იყო. მე მიხეილ სააკაშვილისთვის ხმა არ მიმიცია. მთელი ამდენი ხნის განმავლობაში გრძელდება იმისტი, ამისტი, ნაცისტი, ქოციტი, ზვიადისტი… ხალხო საქართველოში ემიგრაცია ყმუის, გაუბედურებულ მდგომარეობაში ვართ”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კითხვაზე, ის მხარს უჭერს გრიგოლ ვაშაძეს, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობას” ემიჯნება? – პასუხობს:

“არ არის პრობლემა, იყვნენ. 400 000 ამომრჩეველი ჰყავს “ნაციონალურ მოძრაობას”… ისმის საუბარი, რომ ვიღაცა ზონდერია. მაპატიეთ, ზარდიაშვილი, უშიშროების მოადგილე, ადეიშვილის უმრავლესობას უზის მთავარ გმირად და გრიგოლ ვაშაძის “ნაციონალობაზე” ვსაუბრობთ”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

Comments
Loading...