თალაკვაძე: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება არის ხელისუფლების, ოჯახისა და მთელი საზოგადოების დამსახურება

„ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება არის ხელისუფლების, ოჯახისა და მთელი საზოგადოების დამსახურება. ჩვენ ერთად ვიდექით ამ მნიშვნელოვანი ამოცანის და მოთხოვნის გარშემო, ასე რომ, ცალკე არ მგონია, სწორი იყოს ჩვენი საზოგადოების დაყოფა იმასთან მიმართებაში, ვისი დამსახურებაა”,-ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების დასმულ კითხვას, იცოდა თუ არა ხელისუფლებამ გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი.

 

„ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება არის ხელისუფლების, ოჯახისა და მთელი საზოგადოების დამსახურება. ჩვენ ერთად ვიდექით ამ მნიშვნელოვანი ამოცანის და მოთხოვნის გარშემო, ასე რომ, ცალკე არ მგონია, სწორი იყოს ჩვენი საზოგადოების დაყოფა იმასთან მიმართებაში, ვისი დამსახურებაა. საერთოდაც, დამსახურებაზე საუბარი რამდენად უპრიანია, ესეც საზოგადოებამ შეაფასოს. იყო პრობლემა, ადამიანი იყო პატიმრობაში და ჩვენ ყველანი ვალდებული ვიყავით, რომ გადაგვედგა მაქსიმალურად ყველა ნაბიჯი, რათა ის გათავისუფლებულიყო. იცოდა თუ არ იცოდა, ჟურნალისტები ბრძანდებით და ადვილად შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ პირველი განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იყო პირველ რიგში პასუხისმგებელი ამ საქმესთან დაკავშირებით, გადაედგა ნაბიჯები და ყოველდღიური ყურადღება მიექცია თემისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Comments
Loading...