თალიბებმა 43 ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

ავღანეთის პროვინცია ღაზნიში, რადიკალმა თალიბების მებრძოლებმა 43 მოქალაქე მოკლეს, იუწყება TOLOnews.

თავდასხმა მოხდა მალისტანის რეგიონში. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ თალიბები თავს დაესხნენ ხალხს, გაძარცვეს და ცეცხლი წაუკიდეს სახლებს. შეიარაღებულმა პირებმა ასევე გაძარცვეს რამდენიმე მაღაზია.
თალიბებმა კი განაცხადეს, რომ ისინი არ მონაწილეობდნენ თავდასხმებში
Comments
Loading...