თამაზაშვილი: აღმოჩნდა, რომ გეგეშიძეს “ხელკეტის” და “ჯაჭვის” ნაცვლად “კრიალოსანი” სჭერია ხელში

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, თამაზ გეგეშიძის დაკავებას პარლამენტის ყოფილი წევრი ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“საქართველოს უახლეს ისტორიაში უამრავი დაპირისპირება მომხდარა სპორტსმენებს შორის : ფეხბურთში, კალათბურთში, რაგბიში, ძიუდოში და ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში… სპორტში, სადაც ემოციები დიდი დოზითაა მოზღვავებული ამას ყველა გაგებით ეკიდებოდა და ეკიდება.. მგონია, რომ არასწორია” ვიღაცეების” ბინძურ პიარს აყოლა და ესე ცალსახად დადანაშაულება ადამიანის ძალადობაში… მით უმეტეს აღმოჩნდა, რომ “ხელკეტის” , “ჯაჭვის” და ” ბეტეერის ” ნაცვლად ჩვეულებრივი “კრიალოსანი” ჭერია ხელში გეგას… დარწმუნებული ვარ სამართლიანობა იზეიმებს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა!” – წერს თამაზაშვილი.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.

Comments
Loading...