თბილისიდან სტამბოლში მიმავალი თვითმფრინავი ტრაბზონის აეროპორტში ავარიულად დაეშვა

თბილისიდან სტამბოლში მიმავალი თვითმფრინავი ტრაბზონის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ამის შესახებ  “მაესტროს“ ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა.

ხატია ტყებუჩავას  თქმით, აფრენიდან 45 წუთში გრუხუნის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც პილოტმა თქვა, რომ დროებით ტრაბზონში უნდა დაშვებულიყვნენ. სავარაუდოდ, ერთი ძრავი გაითიშა. მგზავრის თქმით, დანარჩენი მგზავრები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.

ჯერჯერობით  უცნობია, შესრულდება თუ არა რეისი.

 

 

Comments
Loading...