თბილისის აეროპორტში გაგნგაში გაუქმდა – მგზავრები შენობაში შეუშვეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა. ინფორმაცია, შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის თაობაზე არ დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ევაკუაცია იყო გამოცხადებული.

შსს-ში აცხადებენ, რომ მოქმედებები 112-ის  სამსახურში შემოსული ზარის საფუძველზე დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით აეროპორტის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

ჩამოფრენილი ლაინერებიდან მგზავრებს არ უშვებდნენ.

 

 

 

Comments
Loading...