თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია თელასის ცნობით გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს 22 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერაბ ალექსიძის, ალმასიანის და ბერბუკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის და სესილია თაყაიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პუშკინის, დიუმას და კოტე აბხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Comments
Loading...