თბილისის ცენტრში ქვეითს მანქანა დაეჯახა

საბურთალოს რაიონში, კანდელაკის ქუჩაზე ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. მამაკაცი რესპუბლიკურ სავადმყოფოშია გადაყვანილი.როგორც ,,ნიუპოსტს“ შს სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული.
უწყებაში ამბობენ, რომ მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.

წყარო: ნიუპოსტი

Comments
Loading...