თბილისში,მე-14 სართულიდან ახალგაზრდა გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა

საბურთალოზე, ბერბუკის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა. ახალგაზრდა გოგო კორპუსის მე-14 სართულიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„ამ კორპუსში ბევრი უცხოელი ცხოვრობს და სავარაუდოდ, ეს გოგოც არ იყო ქართველი… სხვა არაფერი ვიცი“, – ამბობს გარდაცვლილის მეზობლად მცხოვრები ქალი ჟურნალისტებთან.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

Pia.ge

Comments
Loading...