თბილისში ავტომობილი სამ ადამიანს დაეჯახა – არის მსხვერპლი
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.
“მთავარი არხი”