თბილისში აფეთქება მოხდა – სავარაუდოდ, არიან დაშავებულები

ცოტა ხნის წინ, თბილისში, ქუთათელაძისა და ლაღიძის ქუჩის კუთხეში აფეთქება მოხდა.

ამ ეტაპზე, უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები.

ფოტო: “პირველი არხი”

Comments
Loading...