თბილისში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
თბილისში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ახალგზარდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 35-წლამდე ასაკის მამაკაცს სასიკვდილი ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალიწინებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, ფაქტის დეტალური შესწავლის მზინით. ჯერჯერობით უცნობია მამაკაცის ვინაობა.