თბილისში გაზის ინტოქსიკაციით 9 წლის გოგონა გარდაიცვალა

პირველადი ინფორმაციით, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში გაზის ინტოქსიკაცით ოჯახის სამი წევრი, დედა, შვილი და მამინაცვალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინფორმაციას “აიპრესი” ავრცელებს.

შსს–მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე( “ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა”) პრიმა მუხლის  მეორე ნაწილით დაიწყო.

Comments
Loading...