თბილისში, გალაქტიონის ხიდთან, მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა

თბილისში, გალაქტიონის ხიდთან, მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა.
შსს-ს ცნობით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული.

არსებული ცნობით, შემთხვევის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო ავტომობილის მძღოლმა. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. შემთხვევამ საცობი გამოიწვია.

შესაბამისი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

Comments
Loading...