თბილისში გარევაჭრობის უნებართვო კონსტრუქციები აიღეს

თბილისში გარევაჭრობის უნებართვო კონსტრუქციები მეტროსადგურ დიდუბისა და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიებიდან თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა აიღეს.

რუსთავი2-ის ინფორმაციით, თბილსერვის ჯგუფი ორივე მონაკვეთზე სამუშაოებს ერთდროულად ახორციელებდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გარემოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, შეეწყვიტათ უნებართვო საქმიანობა.

მერიის ცნობით, დედაქალაქში გარევაჭრობის საწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულდა.

Comments
Loading...