თბილისში დღეს და ხვალ ითოვებს- საქართველოში 19 მარტიდან გამოიდარებს

ამის შესახებ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ “აიპრესსთან” განაცხადა.

 

როგორც, გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელი აცხადებს, საქართველოში 19 მარტიდან გამოიდარებს.

“დღეს მთელი დღე ასეთი ამინდი იქნება. თოვლი, თოვლჭყაპი, ნისლი, ღრუბლიანი ცივი ამინდი. ტემპერატურა 5 გრადუსამდე თუ მოიმატებს, 4-5 გრადუსის ფარგლებში. ხვალაც ასეთ ამინდი შენარჩუნდება, ნისლი, თოვლი, თოვლჭყაპი ზოგგან.

19 მარტს დილიდან გამოიდარებს, ტემპერატურა მოიმატებს მთელ საქართველოში.”-ამბობს სვეტლანა ნიორაძე.

Comments
Loading...