თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩამოწყდა – დაშავებულია 4 ადამიანი

თბილისში, ბაგრატიონის 6ა-ში ლიფტი ჩამოწყდა. დაშავებულია 4 ადამიანი. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია – ამის შესახებ “აიპრესს” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყების ინფრომაციით, არასრულწლოვანს დაბეჟილობა და ნაკაწრები აღენიშნება, ერთ კაცს ქვედა კიდურების მოტეხილობა, მეორე კაცსა და ქალს ქვედა კიდურების ღია მოტეხილობები.სასწრაფო სამედიცინო ჯგუფებმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება

Comments
Loading...