თბილისში ერთ-ერთ უსახელო ქუჩას გიო ხუციშვილის სახელი მიენიჭა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 ოქტობრის №348 განკარგულებით,  საბურთალოს რაიონში, ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე უსახელო ქუჩას გარდაცვლილი მომღერლის, გიო ხუციშვილის სახელი მიენიჭა.

შეგახსენებთ, მომღერალი 2018 წლის 11 ივნისს, 56 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად  გარდაიცვალა.

 

Comments
Loading...