თბილისში პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრეს

თბილისში პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრეს, -ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

ცნობილია, რომ შემთხვევა გვიან ღამით კოტე აფხაზის ქუჩაზე მოხდა.

 

ის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ფოტო – არქივი

Comments
Loading...