თბილისში ხანძარს ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, იპოლიტოვ ივანოვის ქუჩაზე კაცი საკუთარ სახლში დაიწვა, თუმცა რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა ჯერ უცნობია. მომხდარი ფაქტი “აიპრესს” შსს-ში დაუდასტურეს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს დაღუპული ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

Comments
Loading...