თბილისში ჰააგის სასამართლოს ოფისი გაიხსნება

უახლოეს პერიოდში საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისი გაიხსნება, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, მიზანი მოსახლეობისთვის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობისა და 2008 წლის ომის გამოძიების მიმდინარეობაზე სწორი მოლოდინის შექმნაა.

“ყველა დაინტერესებული ჯგუფის ინფორმირება აუცილებელია. მათ შორის აკადემიური საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის, ხელისუფლების წარმომადგენლების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დაზარალებულებისა და მსხვერპლთა ინფორმირება უნდა მოხდეს იმ ეტაპების შესახებ რაც გამოძიების პროცესში გათვალისწინებულია. ამ მიზნით სახალხო დამცველი შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

განცხადება სახალხო დამცველმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრაზე გააკეთა.

http://imedinews.ge

Comments
Loading...