თბილისში 12 წლის მოზარდი დედა გახდა

12 წლის მოზარდი დედა გახდა. გოგონამ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმშობიარა.

არასრულწლოვანი თბილისში რუსთავიდან კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა.

ასაკის გათვალისწინებით, მკურნალმა ექიმმა ფეხმძიმე გოგოს ოჯახს პაციენტის დედაქალაქში სასწრაფოდ გადაყვანა ურჩია.

როგორც ცნობილია, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დედაც და ნაყოფიც თავს კარგად გრძნობენ.

არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონამ ბავშვი მისივე მეგობრისგან გააჩინა, რომელიც ასევე არასრულწლოვანია.

ის პოლიციამ უკვე გამოჰკითხა. დაკითხეს თავად ფეხმძიმე მოზარდიც.

გოგოს ოჯახი საქმეზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.

ფაქტზე გამოძიება სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციით მიმდინარეობს. პოლიციაში საქმის ირგვლივ დაკითხვები გრძელდება.

“პრაიმ ტაიმი”

Comments
Loading...