თბილისში CO-თი ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა, მათ შორის ორი ბავშვია

თბილისში, თემქის მე-3 მიკრორაიონში CO-თი ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა, მათ შორის ორი ბავშვია. ინფორმაციას  “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
როგორც  საინფორმაციო სააგენტო წერს,  სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 10 და 16 წლის ბავშვები იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, ხოლო  დანარჩენი ოჯახის წევრები –მეხუთე საავადმყოფოში.
მედიკოსების განმარტებით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება  და მათ  ამ წუთებში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

წინასწარი ინფორმაციით, ნამწვის დაგროვება გამათბობლიდან მოხდა.

Comments
Loading...