თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტზე რჩება

საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის მთავრობის განახლებული შემადგენლობაში თეა წუკუკიანმა იუსტიციის მინისტრის პოსტი შეინარჩუნა.

ცნობისთვის, თეა წულუკიანმა 1992 წელს დაამთავრა ლიონის ამპერის სახელობის ლიცეუმი, საფრანგეთში. შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტში და დაამთავრა 1997 წელს. 2000 წელს საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA) საჯარო ადმინისტრაციაში (MPA) დაიცვა მაგისტრის ხარისხი.

2000—2010 წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე.

2010 წლის 15 მაისს თეა წულუკიანი შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას „ჩვენი საქართველო — თავისუფალი დემოკრატებს“, როგორც პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დარგში, და მოგვიანებით პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი − ქართული ოცნებიდან“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად.

 

Comments
Loading...