თეა წულუკიანი: ნინო გვენეტაძემ მომწერა, ყველაფერი რიგზე მექნება, არ იდარდოო

იუსტიციის მინისტრამ თეა წულუკიანმა, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადება, თანამდებობიდან წასვლაზე მისთვის სიურპრიზი იყო.

მინისტრის თქმით, ის დაუკავშირდა გვენეტაძეს.

„მე ვცადე მასთან დაკავშირება, ეს სიურპრიზი მასთან ერთად გამერკვია. როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ელემენტარულია, რომ მე ის მომეკითხა და მან მხოლოდ ტექსტური შეტყობინებით მითხრა, რომ ყველაფერი რიგზე მექნება, არ იდარდო, იმედი მაქვს ჩვენ უფრო გრძლად შევხვდებით ერთმანეთს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამარტლოთ თავმჯდმარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

 

Comments
Loading...