„თევზები იხოცება უჟანგბადობისგან, ნაგვითაა ტბა სავსე“

ბათუმში არდაგანის ტბა დაშრა. აღნიშნულის შესახებ  ინფორმაცია და ფოტომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„საშინელებაა!  უკვე რამდენი ხანია, არდაგანის ტბა ასე გამოიყურება,

თევზები იხოცება უჟანგბადობისგან, ნაგვითაა ტბა სავსე, ისეთი საშინელი სუნია, ახლოს ვერ გაივლი.

იქნებ ვინმემ სწრაფად მიაქციოს ყურადღება“,- წერია ინფორმაციაში, რომელიც „ბათუმის“ გვერდზე ვრცელდება.

Comments
Loading...