თეთრი სახლის პრესსამსახური:აშშ-სა და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრები ნავთობის ფასზე კონსულტაციას გამართავენ

ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი,სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ამ ორი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებმა უნდა გამართონ კონსულტაცია ნავთობის ფასების გლობალური ვარდნის შესახებ. ინფორმაციას ავრცელებს DW

სატელფონო საუბრისას, პოლიტიკოსებმა ხაზი გაუსვევს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე სტაბილურობის მნიშვნელობას.

„გრძელი სატელეფონო საუბრის“ წინ(როგორც ამას კრემლის პრესსამსახური უწოდებს) ტრამპმა Fox News-ს ინტერვიუში განუცხადა :“რუსეთი და საუდის არაბეთი ჭკუიდან შეიშალა. მათ წამოიწყეს ფასების ომი და ეს ომი ცუდია მათთვის, ცუდია ყველასათვის. არასდროს მიფიქრია,რომ ამას ვიტყოდი,მაგრამ ჩვენც უნდა გავზარდოთ ფასები ნავთობზე, რადგან ეს აუცილებელია“.

საუბრისას,ტრამპმა და პუტინმა ასევე ისაუბრეს კორონავირუსზე და ერთმანეთს მის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის მეთოდები გაუზიარეს.

თეთრმა სახლმა განაცხადა,რომ აშშ და რუსეთი მოქმედებენ G20 ფორმატით,რაც ემსახურება კორონავირუსის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლასა და გლობალური ეკონომიკის აღორძინებას.

Comments
Loading...