თეთრი სახლი საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო გადავადებას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა ჯარეტ კუშნერმა ჟურნალ Time-სთან ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო გადავადებაზე ისაუბრა.

კითხვაზე,არის თუ არა შანსი,შექმნილი პანდემიური ვითარების ფონზე,საპრეზიდენტო არჩევნების გადადებისა,კუშნერმა განაცხადა :“მე არ ვარ დარწმუნებული,რომ ამა თუ იმ გზით შემიძლია ამის დადასტურება,მაგრამ ამ ეტაპზე გეგმა ნამდვილად ასეთია“.

იგი გამოთქვამს იმედს იმასთან დაკავშირებით,რომ შემოდგომისათვის ყველაფერი გაკეთდება კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად და, რომ ამერიკა,რომელიც გაიხსნება,აღარ დაბრუნდება ისეთსავე იზოლაციაში,როგორშიც ახლაა,რადგან ეს ძალიან რთული იქნება.

Comments
Loading...