თელავის მერიამ საახალწლოდ ჯილდოს სახით 144 თანამშრომელზე 129 400 ლარი გასცა
თელავში მერიის თანამშრომლებმა ჯილდოს სახით ხელფასის ოდენობის თანხები მიიღეს. როგორც მერიაში აცხადებენ, ამ სახით თანამშრომლების წახალისება მოხდა და მერს წასახალისებელ თანამშრომელთა სია შესაბამისმა სამსახურებმა წარუდგინეს.