თელავში ახალგაზრდა კაცს მოჭრილი ხე დაეცა და გარდაიცვალა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში უბედურ შემთხვევას 45 წლის კაცი ემსხვერპლა.

ტყეში მუშაობისას კაცს ხე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო,რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

Comments
Loading...