თელავში ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

თელავის მუნიციპალიტი,  სოფელ იყალთოში, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს ცეცხლსასროლი იარაღიდან  დაუდგენელმა პირმა თავის არეში ესროლა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა,  თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მკვლელობის მოტივი  ჯერჯერობით უცნობია. პირი, რომელმაც მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა,  გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის თანასოფლელია. პოლიცია ბრალდებულის დასაკავებლად ინტენსიურ სამძებრო მოქმედებებს ახორციელებს.

ადგილზე ამდროისთვის  ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

Comments
Loading...