თელავში დამნაშავემ შელაპარაკებისას დედა-შვილი სცემა და 72 წლის კაცი მოკლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლოში დედა-შვილი სცემეს, ხოლო 72 წლის მამაკაცი მოკლეს. დაშავებულები სასწრაფო სამედინიცო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით, პაციენტებს სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული. შესაბამისი გამოკვლევა ჩაუტარდათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.

დედა-შვილის ცემიდან რამდენიმე საათში 23 წლის ახალგაზრდამ 72 წლის კაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ბრაგვი საგნით მოკლა. მკვლელობის მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. ადამიანების ცემასა და მკვლეობაში ბრალდებული, რომელიც წარსულში ნასამართლევია, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლებით დაიწყო.

Comments
Loading...