თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ერთი ადამიანი მოკლეს. ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო ჭრილობები სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული. დაჭრილია კიდევ ორი კაცი, მათ შორის გარდაცვლილის ძმა. 

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მათ სასწრაფო ოპერაცია უტარდებათ.

კონფლიქტის კონკრეტული მოტივი უცნობია. შემთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიცია.

“მთავარი არხი”