თემქაზე საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, თემქის დასახლებაში მდბარე პლასტმასის ნედლეულის საწყობში ხანარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დამწვარია 300 კვ.მ ფართობი.
ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.