“თენგო სანაიას სახლში ჩატარდა ჩხრეკა…დაკავებულია თენგო”

ცოტა ხნის წინ თენგო სანაიას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც იგი  დააკავეს. ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბესო შენგელია ავრცელებს.

“თენგო სანაიას სახლში ჩატარდა ჩხრეკა. დაკავებულია თენგო და ჩემი ინფორმაციით, გადაიყვანეს ისანი-სამგორის სამმართველოში, ძალიან მალე ვიქნები ადგილზე! შევიკრიბოთ სამმართველოსთან!”,-წერს შენგელია სოციალურ ქსელში.

ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის  დაკავების  ოფიციალური მიზეზი.

დამატებით დეტალებს mpress.ge შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

Comments
Loading...