თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა – დაშავდა 40-მდე მგზავრი
ჩინეთში, ტიბეტის ავიახაზების TV9833-ის თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა ,-იუწყება reuters-ი .
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 08:00 საათზე მოხდა.
მომხდარის შედეგად ,40-მდე ადამიანი დაშავდა. ისინი სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ბორტზე ჯამში 113 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა.